აკრედიტაცია


ისტორია



ისტორია


 

ანიმაციის განვითარების ფონდი არაკომერციული ორგანიზაციია, რომელიც 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ანიმაციური ფილმწარმოების განვითარებაა საქართველოში და შემდეგ მისი ინტეგრაცია მსოფლიოში. მიზნის მისაღწევად დაარსების დღიდან აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს: ყოველწლიურად ვატარებთ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზს“; წლის განმავლობაში საქართველოს 20-მდე რეგიონში ვმართავთ ანიმაციური ფილმების ფესტივალ „ექო თოფუზს“; ვატარებთ ვორქშოპებს ანიმაციაში; საქართველოს 6 რეგიონში გვაქვს გახსნილი სასწავლო სტუდია. გარდა ამისა, გვაქვს ცენტრალური სტუდია თბილისში, სადაც ჩვენი პროფესიონალი ანიმატორები თავიანთ პროექტებზე მუშაობენ. სტუდია აძლევს შანსს ახალგაზრდა ანიმატორებს განახორციელონ საკუთარი იდეები. ჩვენ მუდმივათ ვართ კრეატიული გამოცდილების, ახალი იდეების, სტილისა და ტექნოლოგიების ძიებაში.